суббота, 16 мая 2009 г.

ისტ. გეო. VII. 1. მოსწავლეს ესმის წელთაღრიცხვის სისტემა; აკავშირებს ისტორიულ
მოვლენებსა და ფაქტებს შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.


შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით;
• ასახელებს იმ საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც მიეკუთვნება კონკრეტული თარიღი.


ისტ. გეო. VII. 2. მოსწავლე ინფორმაციის მოსაპოვებლად კითხულობს სხვადასხვა
ისტორიულ-გეოგრაფიულ საშუალებებს.


შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• გეოგრაფიული და ისტორიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას ახდენს ფოტოების,
ცხრილების და რუკების გამოყენებით.


ისტ. გეო. VII. 3. მოსწავლე განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების და ტერიტორიების
ადგილმდებარეობას რუკაზე.


შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• იყენებს პოლიტიკურ რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები),
რომლითაც ხდება ტერიტორიების (სახელმწიფოფოები, ადმინისტრაციული
ერთეულები, დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე.


ისტ. გეო. VII. 7. მოსწავლე ახასიათებს და ადარებს ერთმანეთს განსხვავებულ
სახელმწიფო მმართველობის ფორმებს.


შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• ახასიათებს სახელმწიფოს მმართველობის ფორმას, ტერიტორიულ მოწყობასა და
პოლიტიკურ რეჟიმს; ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის
მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის
ცვლილებებზე.


ისტ. გეო. VII. 10. მოსწავლე მსჯელობს განსხვავებულ კულტურებსა და ეპოქებში
დამკვიდრებულ წესებზე, ნორმებსა და კანონებზე.


შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• საკუთარი დაკვირვებებიდან გამომდინარე, მსჯელობს, თუ რა საფრთხეს უქმნის
საზოგადოებასა და პიროვნებას დაუსჯელობა კანონის დარღვევის შემთხვევაში.